2024 წლის 7 მარტს, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ, როგორც კულტურული პროგრამის „ფრანკოფონიის თვე“ ერთ-ერთმა თანაორგანიზატორმა, მონაწილეობა მიიღო დუბლინში მდებარე კინოთეატრში „Light House Cinema” გამართულ ღონისძიებაში.
2024 წლის 7 მარტს, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ, როგორც კულტურული პროგრამის „ფრანკოფონიის თვე“ ერთ-ერთმა თანაორგანიზატორმა, მონაწილეობა მიიღო დუბლინში მდებარე კინოთეატრში „Light House Cinema” გამართულ ღონისძიებაში. საქართველოს საელჩომ ამ ღონისძიებისთვის მოაწყო ქართული კუთხე, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, სამზარეულო და მრავალფეროვანი თემატური საინფორმაციო მასალა საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ტურისტული პოტენციალისა და ქართული ენის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ირლანდიაში საქართველოს საელჩო, როგორც ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა, ფრანკოფონიის ფარგლებში გამართული კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობს.