ირლანდიაში მცხოვრები თანამემამულეების შეხვედრა საქართველოს ელჩთან
15 ივნისს, დუბლინში, დიასპორული ორგანიზაცია „კერიას“ ორგანიზებით და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა ირლანდიაში მცხოვრები თანამემამულეების შეხვედრა საქართველოს ელჩთან, სოფიო ქაცარავასთან და თბილისის თანამედროვე ბალეტის წარმომადგენლებთან: თსუ-ს პროფესორთან დავით მაზიაშვილთან, თბილისის თანამედროვე ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელ და ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძესთან და დასის წამყვან სოლისტთან მარიამ დარჩიასთან, რომლებიც დუბლინში ჯეიმს ჯოისის “Bloomsday” - ის ფესტივალის ფარგლებში ვიზიტით იმყოფებიან.
მისასალმებელი სიტყვით საზოგადოებას მიმართა ელჩმა სოფიო ქაცარავამ, მოინახულა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესია და გაეცნო დიასპორული ორგანიზაციის ,,კერია”ბიბლიოთეკას.
საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ორგანიზაცია „კერიას“, მამა გიორგი ტრაპაიძეს, ქართული კულტურის ცენტრს და მის თავმჯდომარეს ლელა შურუპოვას, თითოეულ მონაწილეს შეხვედრის ორგანიზებისთვის.