2024 წლის 8 აგვისტოს ირლანდიაში საქართველოს საელჩოში დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, დღეს, 2024 წლის 8 აგვისტოს ირლანდიაში საქართველოს საელჩოში დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა.