2023 წლის 19 ნოემბერს ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო დუბლინის საერთაშორისო ყოველწლიურ საქველმოქმედო ბაზარში
2023 წლის 19 ნოემბერს ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო დუბლინის საერთაშორისო ყოველწლიურ საქველმოქმედო ბაზარში, რომელიც დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით იმართება. ღონისძიებაზე საქართველოს საელჩომ წარმოადგინა ქართული კუთხე, ღვინითა და ტრადიციული ქართული კერძებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩო საქველმოქმედო ბაზარში ტრადიციულად ყოველწლიურად მონაწილეობს და ქართული კუთხე ირლანდიელი და უცხოელი სტუმრების დიდი მოწონებით სარგებლობს.
საელჩო მადლობას უხდის ირლანდიაში ქართული კულტურის ცენტრი - ქართული დიასპორის ხელმძღვანელს ლელა შურუპოვას და ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის ,,ქართული ცეკვის ხელოვნება” წევრებს და მის ხელმძღვანელს ოთარ ლევერაშვილს მათი უდიდესი მხარდაჭერისა და მონაწილეობისთვის. აგრეთვე მადლობას ვუხდით თითოეულ ქართველს ვინც დაესწრო ღონისძიებას, მოამზადა უგემრიელესი ქართული კერძები და თავისი წვლილი შეიტანა ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში.