დუბლინში საბავშვო-ახალგაზრდული სტუდიის – „კავკასიონის“ პირველი სოლო კონცერტი გაიმართა
2025 წლის 22 ივნისს, ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, სოფიო ქაცარავა, ქ. დუბლინში ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების შემსწავლელი საბავშვო-ახალგაზრდული სტუდიის – „კავკასიონის“ (ხელმძღვანელები: ირაკლი და გიორგი კაჭარავები) პირველ სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც ქართულ ეკლესიასთან არსებულ დიასპორული ორგანიზაცია „კერიის“ სივრცეში გაიმართა.
ელჩმა მიულოცა სტუდიის წევრებსა და ხელმძღვანელებს წარმატებით ჩატარებული კონცერტი და მადლობა გადაუხადა ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
საქართველოს საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის სტუდიის ,,კავკასიონი" ხელმძღვანელებს და ამავე სტუდიის ყველა წევრს საზღვარგარეთ ქართული კულტურის ღირსეულად წარმოჩენისათვის!