Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
2023 წლის 19 ნოემბერს, 11:00 საათიდან 16:30 საათამდე, RDS, Ballsbirdge Dublin 4, Industries Hall-ში გაიმართება საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ირლანდიაში საქართველოს საელჩო და წარადგენს ქართულ კუთხეს, ღვინითა და ქართული ტრადიციული კერძებით.
საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზარი ყოველწლიურად ტარდება დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით და ეხმარება საქველმოქმედო ორგანიზაციებს ფონდების მოძიებაში.
გთხოვთ, მობრძანდეთ, რათა ერთად მივიღოთ მონაწილეობა და საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი საქართველო.
საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ქართული კულტურის ცენტრს - ქართულ დიასპორას ირლანდიაში მხარდაჭერისთვის.