Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
1 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ მონაწილება მიიღო ღონისძიებაში "Marking One Year to Ireland's EU Presidency: A Look Ahead", რომელიც მიეძღვნა 2026 წლის მეორე ნახევარში ირლანდიის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას.
 
ღონისძიებას, რომელიც ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა, უმასპინძლეს პრემიერ მინისტრის მოადგილემ, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა საიმონ ჰარისმა და ევროკავშირის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ტომას ბერნმა.
 
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა დანიის ელჩმა ლარს ტუსენმა, რომელმაც ხაზი გაუსვა დანიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს.