Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

,,ჯეიმს ჯოისი საქართველოში - 100 წელი ულისეს გამოცემიდან’’

10 ნოემბერს დუბლინში, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს, ჯეიმს ჯოისის ცენტრის და ირლანდიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება ,,ჯეიმს ჯოისი საქართველოში - 100 წელი ულისეს გამოცემიდან’’. ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიაში აკრედიტირებული ელჩები, ირლანდიის პარლამენტის და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ირლანდიაში საქართველოს საპატიო კონსული და ჯეიმს ჯოისის ცენტრის მეგობრები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა, ჯეიმს ჯოისის ცენტრის დირექტორმა დარინა გალაჰერმა, საქართველო-ირლანდიის საპარლამენტათაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა, სენატორმა ჯო რილიმ და სენატორმა ჯერარდ კროკველმა. საქართველოს ელჩმა გიორგი ზურაბაშვილმა ჯეიმს ჯოისის მუზეუმს საჩუქრად გადასცა ჯეიმს ჯოისის ნაწარმოებების და სამეცნიერო კვლვების, მათ შორის ულისეს ქართული თარგმანები.

ღონისძიების მსვლელობისას ნაჩვენები იქნა ნაწყვეტი ფილმ-ბალეტიდან ლუჩიას ოთახი, რომელიც გადაიღეს ქართველმა რეჟისორებმა პროფესორმა დავით მაზიაშვილმა და მარიამ ალექსიძემ ჯეიმს ჯოისის ქალიშვილის ლუჩიას შესახებ. საქართველოდან დამსწრე საზოგადოებას ზუმ-ვებინარის მეშვეობით სიტყვით მიმართეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორმა მანანა გელაშვილმა, რომელმაც უხელმძღვანელა ჯეიმს ჯიუსის არაერთი კვლევისა და ნაშრომის თარგმანს, ჯეიმს ჯოისის რამდენიმე ნაწარმოებების მთარგმნელმა მაია ყიასაშვილმა, ფილმ-ბალეტის ,,ლუჩიას ოთახის’’ რეჟისორმა , პროფესორმა დავით მაზიაშვილმა, და ირლანდიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა კარლო კოვზანაძემ.