Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა


ძვირფასო სტუმრებო,

მაქვს პატივი, მოგესალმოთ ირლანდიის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს, მოიძიოთ ინფორმაცია საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობებისა და საელჩოს საქმიანობის თაობაზე, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, ტურიზმისა და საკონსულო საკითხების შესახებ.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, საქართველომ, რომელიც ისტორიულად და კულტურულად ევროპის განუყოფელი ნაწილია, დემოკრატიული განვითარების გზა აირჩია და მნიშვნელოვანი ნაბიჯები განახორციელა ქვეყანაში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების განმტკიცების მიმართულებით. ჩვენი მიზანი მკაფიო და ურყევია -  ერთიანმა, ძლიერმა და დემოკრატიულმა საქართველომ კუთვნილი ადგილი დაიკავოს ევროპული ქვეყნების ოჯახში. ამ მეტად საპასუხისმგებლო გზაზე უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, ისევე, როგორც მათ მიერ დემოკრატიული განვითარებისა და ევროინტეგრაციის პროცესში შეძენილი ღირებული გამოცდილების გაზიარება.

საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1996 წელს დამყარდა და ირლანდიის სახით საქართველოს ჰყავს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო ევროპული ღირებულებები აერთიანებს. საქართველოს საელჩოს მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ირლანდიის რესპუბლიკასთან არსებული მეგობრული კავშირების გამყარებასა და ურთიერთსასარგებლო ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით მოიპოვებთ საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას.

გიორგი ზურაბაშვილი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი