Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო კულტურის საღამოში (Culture Night)

20 სექტემბერს, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო კულტურის საღამოში (Culture Night), რომელიც ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.
კულტურის საღამოს ფარგლებში, ტრადიციულად, ქვეყანაში მოქმედი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები: მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები, უნივერსიტეტები და საკონცერტო დარბაზები სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებებს მართავენ.
საქართველოს საელჩოში წარმოდგენილი იყო ქართული ნაციონალური სამოსის და ვეფხისტყაოსნის ფოტო გამოფენა საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის კოლექციიდან.
გამოფენას ირლანდიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ბიზნესის, კულტურისა და აკადემიური წრეების, დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების შემდეგ მოწვეულმა სტუმრებმა ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნეს.
ღონისძიების შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ღონისძების ორგანიზატორის, დუბლინის მერიის ხელოვნების საბჭოს ვებ-გვერდზე.