ირლანდიაში საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა
ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა. საქართველოს დროშები ირლანდიის დედაქალაქში 24 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან მოყოლებული, ორი ქვეყნის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დუბლინში საქართველოს დროშები აღიმართება.
