Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩი სოფიო ქაცარავა ირლანდიელი სენატორის, ქალთა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, ალისონ კომინის მოწვევით ქალთა საპარლამენტო ფრაქციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო

2026 წლის 6 მაისს, საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა, ირლანდიელი სენატორის, ქალთა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, ალისონ კომინის მოწვევით, დაესწრო ქალთა საპარლამენტო ფრაქციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას.

ღონისძიების ფარგლებში, ქალთა უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ირლანდიელი დეპუტატები, სენატორები და ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.