ელჩმა სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო დღისადმი და ,,ხის ეროვნული კვირისადმი’’ მიძღვნილ ხის დარგვის ღონისძიებაში
2026 წლის 7 მარტს ელჩმა სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო დღისადმი და ,,ხის ეროვნული კვირისადმი’’ (National Tree Week) მიძღვნილ ხის დარგვის ღონისძიებაში, რომელიც ირლანდიის ღირშესანიშნაობის პაუერსკორტის ესტეიტში (Powerscourt Estate) გაიმართა.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ირლანდიელი დეპუტატები და სენატორები და ირლანდიაში აკრედიტებული ელჩები.
