Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2023 წლის 5-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია სამუშაო ვიზიტით ირლანდიას ეწვია.

2023 წლის 5-6 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია სამუშაო ვიზიტით ირლანდიას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ირლანდიის სახელმწიფო მინისტრთან ევროპის საკითხებში, პიტერ ბურკესთან. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესი და ევროკომისიის დადებითი დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
მხარეები მიესალმნენ ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მზარდ დინამიკას და ხაზი გაუსვეს როგორც მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის,ასევე საგარეო უწყებებს შორის რეგულარული პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ირლანდიის როლზე საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე ხელი მოეწერა საქართველოს და ირლანდიის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს
ოფიციალურად წარგზავნილი თანამშრომლების ოჯახის წევრების დასაქმების თაობაზე.