Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი ირლანდიელ ევროპარლამენტარს შეხვდა

2026 წლის 29 მაისს, საქართველოს ელჩმა სოფიკო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ირლანდიელ ევროპარლამენტართან, სინტია ნიმურისთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მათ შორის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და რთულ გეოპოლიტიკურ გარემოზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.