Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩი სოფიკო ქაცარავა სახელმწიფო მინისტრს ფრენკ ფეიგანს შეხვდა

2026 წლის 21 ივლისს, საქართველოს ელჩმა სოფიკო ქაცარავამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სახელმწიფო მინისტრთან სახელმწიფო სერვისების, დიგიტალიზაციის და ინფრასტრუქტურის საკითხებში ფრენკ ფეიგანთან.

შეხვედრისას ისაუბრეს ორმხრივ ურთიერთობებზე და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივებზე. ელჩმა სახელმწიფო მინისტრს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ და მადლიერება გამოხატა ირლანდიის ხელისუფლების მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.