საქართველოს ელჩი სოფიკო ქაცარავა უექსფორდის საგრაფოში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
2026 წლის 28 აგვისტოს, საქართველოს ელჩი სოფიკო ქაცარავა კენედის სახელობის სკოლის (Kennedy Summer School) დირექტორის ბრაიან მერფის მიწვევით, უექსფორდის საგრაფოში გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სოფიკო ქაცარავამ ჯონ კენედის სახელობის დენდორიუმში ხე დარგო.
