ირლანდიაში საქართველოს ელჩის სოფიკო ქაცარავას ვიზიტი ქალაქ გალუეიში
2026 წლის 18 მაისს, საქართველოს ელჩი სოფიკო ქაცარავა სამუშაო ვიზიტით ირლანდიის ქალაქ გალუეის ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, სოფიკო ქაცარავამ შეხვედრები გამართა ქალაქ გალუეის მერის მოადგილესთან ალან ჩივერსთან და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან ქით ფინეგანთან, ასევე გალუეის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელ მმართველთან კარენ რონანთან.
ამასთან, საქართველოს ელჩი გალუეის უნივერსიტეტს ეწვია და უნივერსიტეტის პრეზიდენტის მოადგილეს, პროფესორ ბეკი უეის შეხვდა.
შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველო-ირლანდიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების შემდგომი განმტკიცების შესაძლებლობები და აღნიშნული მიმართულებებით ორმხრივი თანამშრომლობის მზაობა დადასტურდა.
გალუეიში ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სოფიკო ქაცარავა, ასევე, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
