საქართველოს ელჩი სოფიკო ქაცარავა ირლანდიის პარლამენტის სენატის სხდომაზე მიიწვიეს
2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ელჩი სოფიკო ქაცარავა ირლანდიის პარლამენტის სენატის სხდომაზე მიიწვიეს.
სენატის თავმჯდომარემ, მარკ დეილიმ საქართველოს და ირლანდიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების და თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. სხდომას ასევე ესწრებოდა ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სენატორი დერმუდ უილსონი.
