ირლანდიაში საქართველოს საელჩომ იუჯინ ონილის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საპატივცემულოდ მიღებას უმასპინძლა
2026 წლის 15 ოქტომბერს, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ იუჯინ ონილის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის საპატივცემულოდ მიღებას ისტორიულ გემზე (The Dunbrody Famine Ship) უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ნიუ როსის მერიაში შეხვედრა გამართა, სადაც კულტურის, ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
St’Michael Theatre-ში იუჯინ ონილის ცნობილი შედევრის მიხედვით, თუმანიშვილის თეატრის მიერ ქართულ ენაზე დადგმული სპექტაკლი “გრძელი დღის შემოღამება” გაიმართა.
