Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ირლანდიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

2026 წლის 26 მაისს, დუბლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სოფიკო ქაცარავამ და ირლანდიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სენატორმა დერმუდ უილსონმა.

სიტყვით გამოსვლისას, სოფიკო ქაცარავამ ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე. ელჩმა აღნიშნა 30 წლიანი მეგობრობა და საქართველოს და ირლანდიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები, რომელიც საერთო ღირებულებებს და ფასეულობებს ემყარება. სოფიკო ქაცარავამ წარმატებები უსურვა ირლანდიას, როგორც ევროკავშირის საბჭოს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანას და აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატა.

საზეიმო მიღებაზე, საქართველოს და ირლანდიის ეროვნული ჰიმნები შეასრულეს ქართველმა სოპრანომ, სალომე ჯიქიამ და ირლანდიის ევროვიზიის გამარჯვებულმა, ლოტი ო’დრისკოლ მურეიმ. ამასთან, ქართული და მსოფლიო მუსიკის გამორჩეული კომპოზიციებით, საღამო მუსიკალურად გააფორმა ქართული ჯაზის ვირტუოზმა, მაია ბარათაშვილმა.

საზეიმო მიღებას ირლანდიის აღმასრულებელი და საკანონდმებლო ხელისუფლების, აკადემიური წრეების, კულტურის, მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ირლანდიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს საელჩომ მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინითა და ტრადიციული კერძებით უმასპინძლა.

საქართველოს საელჩო ირლანდიაში გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!