Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

ჩემთვის დიდი პატივია ვიმსახურო, როგორც საქართველოს ელჩი ირლანდიაში და აქტიური წვლილი შევიტანო ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ დონეზე განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ირლანდიას შორის 30 წლის წინ დამყარდა (1996). ჩვენი ორმხრივი კავშირები გამოირჩევა ურთიერთპატივისცემით, კონსტრუქციული დიალოგითა და თანამშრომლობით.

ირლანდია საქართველოს ღირებული პარტნიორი და მხარდამჭერია. საქართველო, თავის მხრივ, კვლავ ერთგული რჩება ირლანდიასთან პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში. 

ირლანდიაში საქართველოს საელჩო ემსახურება ორმხრივი კავშირების შემდგომ განმტკიცებას, საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩართულობისა და პარტნიორობის გზით, საქართველოსა და ირლანდიას შორის ურთიერთობები ორივე ქვეყნის სასარგებლოდ გააგრძელებს განვითარებას.